|
2022-11-15 14:48:50, 1000 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურებაა
2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე ჩვენი პარტიის დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ 2012 წლამდე ქვეყანა "დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში" ცხოვრობდა, სადაც მისივე თქმით, არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. "2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის ჩვენი სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ და ეს არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული და ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა - არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი. ასოცირების მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმი ჩვენ დროს დაიწყო. ეს ყველაფერი ჩვენ გამოვასწორეთ და ძალიან მოკლე დროში ხელშესახები შედეგები დავდეთ, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში",- განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
დრონებმა თათრეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას თავს დაესხნენ, 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)