11:05 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 12:11:28, 1335 ნახვა

პოლიტიკა
UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდა

UNESCO-მ „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციის და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა, უშუალოდ ჩაერთო UNESCO-ს უბნის მართვის პროცესში. ახალგაზრდები „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდნენ, რათა დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას გაეცნონ, დაეხმარონ რეინჯერებს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ბილიკების კეთილმოწყობაში, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში, ბუნების დაცვა-შენარჩუნებასა და მონიტორინგში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე კოლხეთის ეროვნულ პარკში, პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ, პროექტის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

როგორც მოხალისეები აღნიშნავენ, UNESCO-ს პროექტი ეხმარებათ, კიდევ უფრო მეტი შეიტყონ დაცული ტერიტორიების შესახებ; ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში კი, ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია შეემატა. კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები.
 
პროექტი ხორციელდება UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics