|
2022-11-11 16:55:06, 1162 ნახვა
პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედებრა გამართეს. შეხვედრებზე, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია, პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების, გენდერული სტერეოტიპების, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის თაობაზე. პროკურატურის წარმოადგნელებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების დროს დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე. როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ფემიციდთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული. ასპინძის და ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მათზე რეაგირების გზები და ბარიერები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)