|
2022-11-10 11:15:57, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვისაც პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურა
ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს, - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ შიდა არჩევნების ჩატარებას და ეს შესაძლებლობა გასაძლიერებლად გამოიყენონ. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. "ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, ამ პარტიის თავმჯდომარეს სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც,ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება, გაუგებრობა, ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირებაც კი, ჩემთვის არის მიუღებელი. მივმართავ ყველას, არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად და გასაძლიერებლად. ასე უნდა უზრუნველვყოთ ისეთი პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს ოლიგარქს. შესაბამისად, მინდა გითხრათ ღიად რომ 80% ემხრობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებსა და ცვლილებებს. ასევე, ჩვენი საკრებულოს წევრების უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. შესაბამისად, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ "ნაცმოძრაობა" უნდა იყოს ძლიერი, შედით და წამოაყენეთ კანდიდატურა. ეს არჩევნები უნდა გამოვიყენოთ პარტიის გასაძლიერებლად. არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნების მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ვისაც უნდა, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები და მე, ამის მომხრე ვარ. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან და მოდიან, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის",- ამბობს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)