|
2022-11-10 10:01:42, 1865 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკელი გენერალი - ომში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა - სავარაუდოდ, უკრაინის მხარესაც
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა. ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ კიევის ძალებსაც მსგავსი მსხვერპლი ექნებათ. „თქვენ უყურებთ 100000-ზე მეტ მოკლულ ან დაჭრილ რუს ჯარისკაცს. იგივე, ალბათ, უკრაინის მხარეზეც“, - თქვა მილიმ ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას. როგორც Reuters წერს, ომის მიმდინარეობის პერიოდში, მილის მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ყველაზე ზუსტია. ამერიკელმა გენერალმა ასევე თქვა, რომ არსებობს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების შანსი და რომ სამხედრო გამარჯვება შესაძლოა ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის იყოს შესაძლებელი. „უნდა არსებობდეს ორმხრივი აღიარება, რომ სამხედრო გამარჯვება, ალბათ, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, შესაძლოა არ მიიღწევა სამხედრო საშუალებებით და ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ სხვა საშუალებებს. აქ არის... შესაძლებლობა, მოლაპარაკების შესაძლებლობა“, - თქვა მილიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)