|
2022-11-09 19:55:26, 1092 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულზე - ეს უნდა იყოს მინიშნევა ევროპარლამენტარებისთვის ვისაც გონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და კეზერაშვილი მედიამენეჯერი
,,ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი საქმეების გახსნა და გამოძიება. აი, აქ ჩანს, სახელმწიფოს როლი და დამოკიდებულება, როგორია მსგავს დანაშაულებზე,’’ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამ დანაშაულის გახსნაში დიდი როლი უჭირავს ქართველი სამართალდამცველების მუშაობას, როგორც ეს გერმანიის მხარემ აღნიშნა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულები არიან პირდაპირ კავშირში არიან კეზერაშვილთან. ,,მინდა დადებითად შევაფასო ჩვენი პროკურატურის მუშაობა ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის სქემის გახსნაში. ასევე, მნიშვნელოვანია გერმანიის მხარის შეფასება, თუ როგორი გადამწყვეტი იყო საქართველოს პროკურატურის მონაწილეობა იმისთვის, რომ გამოკვეთილიყო მაღალი მტკიცებულებების ხარისხი. ეს მეორე. რაც შეეხება მესამე ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კი არ ამბობენ, ფაქტიურად ის ადამიანები ვისაც ბრალი წარედგინათ, ისინი წარმოადგენენ გარემოცვას კეზერაშვილის. კეზერაშვილი, რომ მსგავს სქემებში მონაწილეობს ეს პირველად არ გაგვიგია და ამაზე ძალიან ბევრჯერ თქმულა და დაწერილა არც თუ ისე უარგუმენტოდ. მან ქართულ ჯარს მოპარა ფული, ის, რასაკვირველია, არც ევროკავშირის პენსიონერ მოქალაქეებს დაინდობს და მას მორალური წინაღობა არ ექნება. ეს არის ისეთი დანაშაული, რომლის ბუნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამორალური შეიძლება იყოს, როდესაც ხანდაზმულ, პენსიონერ ადამიანებს ძარცვავ, ატყუებ და პარავ მთელი თვისი ცხოვრების დანაზოგს. შესაბამისად, ეს ფაქტორი კიდევ ერთი მინიშნება უნდა იყოს იმ პატივცემული ცალკეული ევროპარლამენტარებისთვის ვისაც გონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და კეზერაშვილი მედიამენეჯერი. გაათვითცნობიერონ საკუთარი გადაწყვეტილებები, რას წერენ და როგორ წერენ იმიტომ, რომ ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს და აფასებს, ‘’ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)