08:45 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 23:09:11, 910 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე დევიდ ლის განცხადებაზე - უმძიმესი ბრალდებაა, დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი ჩარევა იყო ენჯეო სექტორის მუშაობაში

დევიდ ლის განცხადება არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში - ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის  დევიდ ლის განცხადებას.

მისი თქმით, როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს.
„ის განცხადება, რაც მან გააკეთა არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში.  როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics