|
2022-11-08 20:35:03, 1809 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა დასაშვებად ცნო
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნის ნებართვა გასცა. ეკლესიებს აქვთ არჩევანის უფლება რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ, როდის აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს. "ეკლესია ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მხედველობაში მიიღო მრავალი თხოვნა და გაითვალისწინა ის დისკუსიები, რაც ეკლესიასა და საზოგადოებაში არაერთი წელია, მიმდინარეობს. აგრეთვე, ომის გარემოებებიდან გამომდინარე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)