|
2022-11-08 12:51:49, 941 ნახვა
პოლიტიკა
მელია - პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილი აღმოჩნდა
რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ქუჩებში ქართველებსა და საქართველოს აგინებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კაპილკოვის შვილი აღმოჩნდა. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მელია მოუწოდებს ხელისუფლებას, განმარტებითი განცხადება გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცხოვრობენ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები თბილისში. "რამდენიმე დღის წინ ძალიან ბევრმა იხილა ვიდეოკადრები, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა ქვეყანაში, აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კაპილკოვის შვილი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა და რამდენიმე სიაში გაათავისუფლეს გასაგები მიზეზების გამო. ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, რუსულ სამხედრო დაფინანსებაში სირიასთან და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უდიდესი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო დასავლური სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. აი, ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში და აცხოვრებს თბილისში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონკრეტული ამ ოლიგარქის თაობაზე, გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად განმარტებითი განცხადება, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ, რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები თბილისში ცხოვრობენ?! დღეს იმედია, განსაკუთრებით გომელაური, გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მელიამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)