|
2022-11-08 09:19:50, 1725 ნახვა
ომი უკრაინაში
პრაისი - კრემლი აგრძელებს ომის ესკალაციას ნაცვლად იმისა, რომ აჩვენოს მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის
რუსეთი აგრძელებს ომის ესკალაციას უკრაინაში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება. „ჩვენ, ისევე როგორც უკრაინელებს, გვჯერა მშვიდობის დამყარების. მშვიდობის დამყარება, რომელიც პატივს სცემს გაეროს ქარტიის პრინციპებს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს უკრაინის უნარს დაიცვას თავისი მომავალი, რაც უზრუნველყოფს უკრაინის აღდგენას და ასევე პასუხისმგებელია რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისა და ომის დანაშაულების გამო“,- განაცხადა პრაისმა. მისი თქმით, თუ რუსეთს სურს ასეთი დიალოგი, მან უნდა შეწყვიტოს დაბომბვა და რაკეტების გაშვება, შეწყვიტოს თავდასხმები და ინფრასტრუქტურის განადგურება. „მაგრამ, რა თქმა უნდა, კრემლი პირიქით აკეთებს - ის აგრძელებს ომის ესკალაციას იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს სიგნალი, რომ მზად არის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)