07:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:45:14, 1183 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში შესწორება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გათავისუფლება დასახელებულია სტატუსის მინიჭების წინაპირობად

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა.

ერთ-ერთი ევროპარლამენტის, კერძოდ იაცეკ სარიუს ვოლსკის შესწორება ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე.

ევროპარლამენატარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, შეიცავს ევროკომისიისადმი მოწოდებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს წინაპირობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

 „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე სხვა ევროპარლამენტარების, კერძოდ კი მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილიჩიკის, მიხაელ გალერის, რადოსლავ სიკორსკის, რასა იუნკევიჩიენეს და ანდრიუს კუბილიუსის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება და ის ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ის რჩება პატიმრობაში". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics