01:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 12:18:14, 1884 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირატესობას ვერ მოიპოვებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს არ გააჩნია უპირატესობა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას უახლოეს თვეებში მოიპოვებს. 

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის მიერ საბრძოლო თვითმფრინავების დანაკარგები ახლის წარმოების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.

დაზვერვა ასევე ამბობს, რომ  აგრესორი ქვეყნის შესაძლებლობა, განაახლოს საბრძოლო ავიაცია, კომპეტენტური პილოტების მომზადებისთვის საჭირო დროს ამცირებს.

"რუსეთის მუდმივი საჰაერო უპირატესობის ნაკლებობა, სავარაუდოდ, ცუდ წვრთნებსა და გამოცდილი საჰაერო ეკიპაჟების დაკარგვას უკავშირდება", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 119 თვითმფრინავი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics