|
2022-11-06 17:34:59, 1409 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი მუშაობა მიმდინარეობს
თუ ჩვენ იმ ბალაგანს დავაკვირდებით, რაც ატეხილი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგიერთ მათთან მიტმასნილ პარტიას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კიდევ კარგი ტემპით მივდივართ ნამდვილად, შემიძლია გულწრფელად გითხრათ. ყოველდღიური ძირგამომთხრელი მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნის წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დეკემბრის ბოლოს ევროპული სტრუქტურებისგან. ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავგამოდებით მუშაობენ ევროპარლამენტში ერთი და იმავე სახეებთან და მსგავსი რამ არ ახსენდება, რომ ევროპელი თუ ამერიკელი ლობისტების მეშვეობით ვინმე ფიქრობდეს აქ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას. მისივე თქმით, საქართველოს ბედი წყდება თბილისში და საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ დანარჩენი პოლიტიკური ძალების და ხელისუფლებაში მყოფნი ადამიანების ბედს. „გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაბამის პარტიულ ჯგუფებთან, უფრო ევროპარლამენტში, ისინი თავგამოდებით მუშაობენ ერთი და იმავე სახეებთან, რომლებიც მაშინაც დარდობდნენ, როცა მკვლელი და დამნაშავე ადამიანები აღმოჩნდნენ საპატიმროებში პირველი ოქტომბრის შემდეგ, მათზე ზრუნავდნენ, ივანე მერაბიშვილზე, უგულავაზე, მელიაზე, ნუ სააკაშვილზე ხომ თავგამოდებით ზრუნავენ, არც უნდათ სისხლის სამართლის საქმეებში ჩაიხედონ, ზეწოლას ახდენენ პირდაპირ ჩვენს სასამართლო სისტემაზე და საერთოდ წარმოუდგენელ მოვლენებთან გვაქვს საქმე. ამგვარი რამ არ მახსენდება, ქვეყნის სათავეში მოსვლას ლამობდე გარე ძალების ჩართვით, ლეგალურად და არალეგალურად, უკაცრავად და ფეხებზე გეკიდოს შენი ამომრჩევლის მოსაზრება და ევროპარლამენტარების და სხვა ევროპელი თუ ამერიკელი ლობისტების მეშვეობით ფიქრობდე აქ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, საქართველოს ბედი წყდება თბილისში, ჩვენი თვალწარმტაცი, ულამაზესი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში. საქართველოს ბედი აღარ წყდება 1990-91 წლიდან მოყოლებული აღარც მოსკოვში და აღარსად და არ გადაწყდება არსად, არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც პარიზში, არც კინშასაში და არც ტოკიოში. არსად არ გადაწყდება, ეს არის ჩვენი საქმე და უნდა შევეგუოთ ამ ბედს, რომ ანგარიშის ჩაბარება მოგვიწევს ყოველთვის ჩვენი ამომრჩევლისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის. ეს ადამიანები გადაწყვეტენ მათ შორის, დანარჩენი პოლიტიკური ძალების ბედს და ხელისუფლებაში მყოფნი ადამიანების ბედსაც“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)