|
2022-11-05 15:53:24, 1311 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა- არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი ენჯეოების გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, არ გამოვა ასე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სრულად ჩაერთვებიან კონსულტაციებში იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იქნება არჩეული. ზარქუას თქმით, არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი ენჯეოების გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, არ გამოვა ასე. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარია პარტიული აქტივისტი იყო და ბუნებრივია არასამთავრობოების მხრიდან მის დაქალებს და მეგობრებს ვერ აირჩევენ. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა. „ლომჯარიას მიმდევარს რომ წარმოადგენ, რომელიც იყო ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი, რაც არაერთხელ დადასტურდა. გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მათი მომხრეებისა და პატიმარი სააკაშვილისა, სხვა ყველაფერი კარგად იყო? არცერთი პატიმარი არ იმსახურებდა ციხეში მის ყურადღებას? მისი ამოცანა იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ გააქილიკოს მმართველი პარტია და ხელისუფლება. ნუთუ ერთი მოსაწონი ვერ გაკეთდა ამდენი ხანი. ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი იყო და ბუნებრივია არასამთავრობოების მხრიდან ლომჯარიას დაქალებს და მეგობრებს ვერ ავირჩევთ ახლა ბოდიშს გიხდით, პირდაპირ გეტყვით დასაბუთებულად. საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა. იქნება ყველასი, განსხვავებული აზრის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის ინტერესების გამტარებელი, ასეთი ხალხის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ჩვენ მაინც შევძლებთ, მოვიკრებთ ძალას ოპოზიციასთან და შევარჩევთ ღირსეულ კანდიდატს“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)