06:44 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 19:13:37, 1341 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია - სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის

სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის. - ამის შესახებ პარლამენტარმა, პარტია „გირჩის" ლიდერმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგანი რწმენთ სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს, ხოლო გვარამიას რასაც ედავებიან, ეს სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ  არის.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია ის პოლიტპატიმარი და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მიმაჩნია, რომ დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ჩემი აზრით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ უნდა იყოს. 
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა.
მე რომ მჯეროდეს, ბიძინა ივანიშვილი სრულად არის ჩამოშორებული ქართულ პოლიტიკას, ალბათ, უფრო ვინერვიულებდი ამ სიტუაციაში“. - ნათქვმია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics