15:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 16:07:33, 1138 ნახვა

საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა სტუდენტებს  ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების  და  არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს  ინფორმაცია.

"შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა მოპოვების პრობლემატიკას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს იმ  ბარიერებზე, რომელსაც  აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. 

სტუდენტებთან შეხვედრაზე პროკურორებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ   მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები  აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი  მოვალეობა  დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა,  პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics