|
2022-11-04 09:32:45, 1101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - 2012 წელს ივანიშვილმა საყმაწვილო შამათი შეუსრულა, 10 წელია შოკიდან ვერ გამოდიან
2012 წელს მათ მიიღეს შოკი ბიძინა ივანიშვილისგან და დღემდე არიან შოკის ქვეშ. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად. მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბად საყმაწვილო შამათი შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი live-ში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მისი ნებით და გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. „ეს მოხდა გასული წლის იანვარში და დღემდე ისინი ებრძვიან ადამიანს, რომელიც პოლიტიკიდან სრულად დისტანცირებულია აბსოლუტურად ყველა ფორმით. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო, ქვეყანა მართოს ისე, რომ არც სატელევიზიო სივრცეში ჩანდეს და არც არაფერი. ისინი დღემდე არიან შოკის ქვეშ. 2012 წელს მათ მიიღეს შოკი ბიძინა ივანიშვილისგან. მანამდე წარმოედგინათ, რომ იყვნენ სასწაული პოლიტიკური მოთამაშეები და უცბად საყმაწვილო შამათი შეუსრულა მათ ბიძინა ივანიშვილმა. შოკიდან ვერ გამოდიან, 10 წელი არიან შოკში. ამ შოკის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ისინი პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს აღიარებენ ზებუნებრივი რესურსების მქონე ადამიანად. ადრეც მითქვამს, წარმოიდგინეთ 20 კაციანი სამსახური, კომპანია და წარმოიდგინეთ, რომ წელიწადნახევარი არ მიხვიდეთ იმ კომპანიაში, არც დარეკოთ, არც არაფერი და მართოთ ასე, ხომ წარმუდგენელია. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი, რომელიც საერთოდ დისტანცირებულია, არ ჩანს არსად, თუნდაც სატელეფოო ზარი ავიღოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ სადღაც რეკავ და ამით უზრუნველყოფ სახელმწიფოს მართვას. ანუ ისინი აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი ადამიანი და ეს არის იმ შოკის გაგრძელება, რაც მათ 2012 წელს მიიღეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)