16:42 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 16:09:00, 1220 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა - ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42 კილომეტრიანი დისტანცია 4 საათში 50 წუთში წარმატებით დაფარეს.

მონაწილეებს სამახსოვრო მედალები გადაეცათ. ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს.

საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილი-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics