05:42 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 12:08:46, 950 ნახვა

პოლიტიკა
IDFI - ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი დაბრკოლებაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამოტანილ განაჩენს აფასებს და წერს, რომ კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ წინაპირობებს.

"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უმთავრესი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების განმუხტვაა კონსტიტუციის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს ძირითადი კანონი პრეზიდენტს აკისრებს კონსტიტუციურ ვალდებულებას მიიღოს ყველა ზომა, ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის.

 პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება არის აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური გზა, რომელიც თავსებადია როგორც შეწყალების ინსტრუმენტის კონსტიტუციურ მიზნებთან ისე საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციასთან.

ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებს. მეტიც, სახელმწიფოს ძირითადი კანონის 78-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს ”მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული",-  წერია ანგარიშში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics