04:33 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 18:55:26, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე „გლოვოს“ კურიერის მოტოებს

როგორც ჩანს, ჯაფარიძემ ვაშაძეს უთხრა, რომ მისთვისაცაა ვაკანსია გლოვოს კურიერად. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებს.

"ახლა უკვე ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და თვითრეალიზება ვერ მოახდინა, საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ მას უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია ,,გლოვოს" კურიერად.შესაბამისად ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებსა და უფრო უკეთესი სერვისითა და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათთან გაერთიანებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics