04:32 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 15:11:27, 928 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ადამიანის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინაროებს, არის სამართლიანობის აღდგენა

არც ერთი ადამიანის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ პროცესი, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წევრი,ირაკლი ზარქუა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე.

როგორც ზარქუამ განაცხადა, სახელმწიფოში,რომელიც კანონებით იმართება, ვერც ჟურნალისტობა და ვერც დეპუტატობა ვერ გახდება დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია.

"არცერთი ადამიანის დაჭერა არ მიხარია,მაგრამ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო,რომელიც კანონებით იმართება და ვერ გახდება დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ან ჟურნალისტობა ან დეპუტატობა,იმედის დარბევა თქვენი კოლეგების დასახიჩრება ეს გახსოვთ თქვენ რა ხდებოდა 2012 წელს დღეს რომ აიღოთ სტატისტიკა რეიტინგებში საქართველო მედია თავისუფლების კუთხით დაწინაურდა,მგონია რომ ეს პროცესი რაც ახლა მიმდინაროებს სასამართლოში არის სამართლიანობის აღდგენა" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics