|
2022-10-29 10:53:50, 3966 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ბატარეა/ბატალიონის შემადგენლობით საბრძოლო სროლებით დაასრულა,- აღნშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი წნოვით, შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“, წინასწარ განსაზღვრულ რაიონში არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანადგურეს. "61-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა. წვრთნები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზად ჩატარდა. სწავლება ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)