|
2022-10-28 12:46:55, 1022 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ანტიკორუფციული სააგენტო ღარიბაშვილს არ უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ის ივანიშვილმა სწორედ კორუფციის გამო გააგდო
არავითარ შემთხვევაში, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი, რადგან ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ სწორედ კორუფციის გამოა გაგდებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დეკანოიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, "ქართული ოცნების" მიერ "ფასადურად წარმოდგენილი კანონი კი, აღნიშნული პუნქტის დესტრუქციაა". "რამდენიმე დღის წინ, "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ იქმნება კონკრეტულად ახალი ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და რეალურად, არავითარი განმარტება დამოუკიდებლობის მექანიზმების არ წარმოადგინა. მსგავსი მიდგომა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" მიერ დესტრუქციას, რომლითაც ისინი არიან დაკავებულები, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით იმიტომ, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, მისი დირექტორის დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, უნდა ხდებოდეს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჩამოყალიბებული და მათთან უშუალო კავშირით შექმნილი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და არსებობს მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოხსნილია ერთხელ კორუფციის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებულია სწორედ კორუფციის გამო. ამიტომ, ამ კუთხით "ქართული ოცნების" მიერ ეს ძალიან ნიშანდობლივი მეოთხე პუნქტის ჩაგდება არის კონკრეტულად მათი პასუხისმგებლობა... "ქართული ოცნების" მიერ ფასადურად წარმოდგენილი კანონი, დებულებები და სტანდარტები არის დესტრუქცია 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტის და რეალურად ითვალისწინებს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. ყალბი რეფორმები გაატაროს. ამიტომ, ნებისმიერ მათი ყალბი მცდელობა ანიკორუფციული სააგენტოს შექმნის კუთხით არის დესტრუქცია 12 პუქტიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, "ფასდური რეფორმის" ნაცვლად, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა ხელისუფლების მიერ კონკრეტული ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებასა და "კლეპტოკრატიის, ოლიგარქიისა და კორუფციის დაამარცხებას" უნდა ითვალისწინებდეს. "ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი უფრო ნიშანდობლივი და ითვალისწინებს საქართველოში ხელისუფლების მიერ კონკრეტული ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას და რეალურად იმ ბერკეტებისა და მექანიზმების შექმნას, რომელიც საქართველოში კლეპტოკრატიასა, ოლიგარქიასა და კორუფციას დაამარცხებს. ჩვენ, სხვა ოპოზიციურ პარტებთან ერთად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და სამოქალაქო სექტორის იდეა იყო ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნა და რეალურად ამ სააგენტოსთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზანია ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება, სათანადო მექანიზმების შექმნა და კორუფციის შემთხვევების ქმედითი გმოძიება, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ჩამოშლილია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, კონკრეტულად ანტიკორუფციული მექანიზმების გატარება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იმისთვის, რომ საქართველოს შეესრულებინა ერთ-ერთი პუნქტი 12 რეკომენდაციიდან", - აღნიშნა დეკანოიძემ. ცნობისთვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობა მიმდინარე კვირაში დაასრულა. ირკვევა, რომ შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ მინისტრი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)