|
2022-10-24 18:49:17, 1042 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე - ამის შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს
ამის შეფასებას ალბათ ევროკავშირის კომისია გააკეთებს,- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის - ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე, „პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიცია დადაინტერესებული მხარეები“. „ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე. თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროსი, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში და მიწევს ხოლმე მოსამართლეებთან შეხვედრა. შევხვედრილვარ ძალიან ბევრ მოსამართლეს, რომლებიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ და ძალიან ბევრი მათგანი არის ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი. ვფიქრობ, ამ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით“,- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 24 ოქტომბერს აირჩიეს. მოსამართლე წევრების არჩევა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე მოხდა. მურუსიძემ საბჭოს წევრების 268, გვრიტიშვილმა კი, 267 ხმა მიიღო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)