|
2022-10-21 12:20:04, 1279 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე - ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში
ალბათ, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, - ასე აფასებს საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. წულუკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება სანქცირებულ პირებზე რაიმე კონკრეტული ეფექტი ჰქონდეს. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება რასაკვირველია, გასაკვირი არ არის. პირადად არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას რამე კონკრეტული ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს სანქცირებულ პირებზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი დღეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და იმ ვითარების შენარჩუნება, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა არის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსა და ერის გადარჩენისთვის და ამის გარანტად დღეს დგას საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ მწუხარება შეიძლება გამოვხატოთ ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)