21:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 11:13:53, 1167 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ჭრილში სამინისტროების მასშტაბით პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს.

აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით „რედისონ ბლუ ივერიაში“ ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გახსნა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის სისტემაში რისკის მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი. 

კონფერენციაზე მონაწილეებმა თანამედროვე, ჰიბრიდულ ეპოქაში არსებული გამოწვევები და მასთან დაკავშირებული რისკები განიხილეს, ასევე ისაუბრეს რისკის მართვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და კორუფციულ რისკებზე. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო საკითხები საქართველოს საჯარო სექტორში რისკის მართვის მიმართულებით არსებულ პროგრესზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა თავიანთ გამოსვლებში მათ უწყებებში რისკის მართვის სისტემის დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. 
კონფერენციას „რისკი ჰიბრიდულ ეპოქაში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics