23:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 15:37:28, 2274 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა

უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი.

განკარგულება, რომელსაც ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა, გულისხმობს რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. 

გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. გარდა ამისა, ალექსანდრე ივანიშვილი, მის ცოლთან ერთად. 

„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო განკარგულებას სანქციების შემოღების შესახებ. მას შემდეგ, რაც სანქციები გამოქვეყნდება, ვფიქრობ, იქ რუსი ოლიგარქების საკმაოდ მოულოდნელი გვარები იქნება", - განაცხადა დანილოვმა. 

ეს გადაწყვეტილება სანქციებს უწესებს 2507 ფიზიკურ და 1374 იურიდიულ პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რუსეთის იურიდიული პირია.

No7262022 დადგენილების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში არიან პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეები, სამხედრო პირები, რომელთა შორის არის პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა. ამავე განკარგულებით დაწესებულია სანქციები რუსეთის იურიდიული პირების მიმართ.

მეორე No7272022 განკარგულების მიხედვით კი, სანქციები უწესდება ოლიგარქებს, რომელთა შორის რომან აბრამოვიჩია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics