|
2022-10-18 12:26:46, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენას განიხილავენ
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ. ,,ეხოკავკაზის" ცნობით, ამის შესახებ სოხუმში, რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. „აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლებით, რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ,,ეხოკავკაზის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო IPRM ფორმატში საქმიანობის განახლების შესაძლებლობას ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დავალებით განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)