17:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 10:46:39, 999 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება. როგორც უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი რევენკომ "ტვიტერში" დაწერა, ბელარუსში სამხედრო მოსამსახურეებმა შესვლა უკვე დაიწყეს.

"ბელარუსში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება", - წერს რევენკო.

შეგახსენებთ, ბელარუსში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი (CTO) „მეზობელი სახელმწიფოების“ შესაძლო „პროვოკაციების“  ცნობების შემდეგ. პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხის გამო, რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics