|
2022-10-17 10:24:34, 1189 ნახვა
პოლიტიკა
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა“ - კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, მერიასთან აქცია მიმდინარეობს
"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - ამ სახელწოდებით თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)