|
2022-10-16 11:21:40, 1265 ნახვა
პოლიტიკა
ბელგოროდის რეგიონის საწვრთნელ პოლიგონზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ბელგოროდის რეგიონის საწვრთნელ პოლიგონზე ახლად მობილიზებულ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელეს. მათივე თქმით, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. "ბელგოროდის საწვრთნელ პოლიგონზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, მოხალისეები ემზადებოდნენ სპეციალური ოპერაციისთვის. ტერორისტები დანაყოფის პერსონალს თავს დაესხნენ". - ნათქცამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)