|
2022-10-15 18:21:56, 1262 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი PACE-ის რეზოლუციაზე - სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ცვლილება შეაპარა
სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ცვლილება შეაპარა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა PACE-ის რეზოლუციაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, რეზოლუციაში, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწროპოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. „საქართველო თანაავტორი იყო ამ რეზოლუციის და სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწროპოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო. ამ შესწორების ავტორები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, რომლებიც აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრჩხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მოხვედრილი რეზოლუციაში. თავად რეზოლუციას არათუ ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, არამედ თანაავტორები ვიყავით“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ PACE-ის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს, " ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. მმართველი პარტიის წევრები კენჭისყრას არ დასწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)