|
2022-10-15 17:25:03, 1301 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას
„ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას,- აღნიშნულის შესახებ პარტია "დროა" განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ. "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგრც პარტია „მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას."- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე ცობით, განცხადების გავრცელების შემდეგ, პარტიას დაუკავშირდა ლევან იოსელიანი, რომლის თქმითაც მან რეზოლუციას ხმა მისცა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის შედეგში არ აისახა ამიტომ საკუთარი ხმა შემდეგ დაამატა, ამასთან, მან მე-4 შესწორებას არ დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას ხმა 99-მა დეპუტატმა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)