|
2022-10-14 17:35:40, 1028 ნახვა
პოლიტიკა
ბოჟაძე - თუ ვინმეს სჭირდება ოჯახის წევრებისა და ახლობლების შემდეგ გვერდში დგომა, ეს არის კახა კალაძე
თუ ვინმეს სჭირდება გვერდით დგომა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მერე ეს არის კახა კალაძე,- ასე გამოეხმაურა "იმედის" ეთერში თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ვლადიმერ ბოჟაძე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულება უფრო მეტი დანაშაული იქნება. "თუ ვინმეს სჭირდება დღეს კიდევ სამძიმრის თქმა და გვერდით დგომა, ალბათ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მერე, არის კახა კალაძე. იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ დღეს მისი განცხადებები, მისი განწყობაც, დამოკიდებულება. ყველა ვიცნობთ ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, ის ამ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ეს ამ ქალაქში მოხდა, სადაც ის არის არჩეული მერი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)