|
2022-10-14 10:25:01, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე კალაძეზე - არ გადადგება, იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, ნებართვაა საჭირო
პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი თვლის, რომ თბილისის მერი არ გადადგება, ვინაიდან ამისთვის ნებართვაა საჭირო. ზურაბ ჯაფარიძემ ეს განცხადება კახა კალაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მზად არის კანონის წინაშე აგოს პასუხი, თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის. "არ გადადგება იმიტომ კი არა რომ … შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)