|
2022-10-13 17:57:24, 1072 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს. - ასე ეხმაურება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. მისივე თქმით, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი და მწუხღებას ოჯახის მიმართ გამოთქვამს. "ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია უენოდ გტოვებს ადამიანს... ვიზიარებ მშობლების უსაზღვრო მწუხარებას და აუნაზღაურებელ დანაკლისს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)