|
2022-10-13 12:41:46, 893 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი ФСБ-ს ბრალდებებზე - რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა,- ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის ФСБ-ს ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, აშშ-ი საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია. „რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“,- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა, რომელშიც რუსეთის ФСБ-ს ბრალდებით ქართველებიც მონაწილეობდნენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, რუსეთმა ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)