|
2022-10-10 22:01:08, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება. - ამის შესახებ საპარლამენტო „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი დანაპირებს ქართველი ხალხისა და ევროპელი მეგობრებისას უპირობოდ შეასრულებენ. „თქვენ ნახეთ ის პოზიციები, რაც გამოქვეყნებული იყო და რაც გააჟღერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. თურმე ესენი უკვე თავს იკავებენ და მხარს არ უჭერენ, ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ის, რაც მოწონებულია დასავლეთიდან უკრაინაში, ავიღეთ და დავარეგისტრირეთ ზუსტად იგივე მოდელი, ახლა არ აინტერესებთ, ახლა ეს რეკომენდაციები მათთვის მიუღებელია და ამბობენ, რომ მაინც და მაინც სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, მათი ორმაგი მიდგომა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის სრულყოფილად შესრულება, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ევროპელ მეგობრებს, ჩვენ მას შევასრულებთ, ნიღაბი ყველას ჩამოეხსნება“. - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)