|
2022-10-08 17:17:08, 1332 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - სააკაშვილს არაფერი ესაჭიროება, რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში
არა მგონია, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა ლოგიკური იყოს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ისეთი არაფერი ესაჭიროება, "ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გარკვეული მკურნალობა, რომელიც შეიძლება გაიწეროს. მას არ უთქვამს, რომ ეს მკურნალობა არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს. არც ის გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება იყოს ისეთი პროცედურა, რომლის განხორციელებაც საქართველოში შეუძლებელია. არც ერთი უთქვამს, არც - მეორე. მგონია, რომ საკითხის ბოლომდე გარკვევას უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვთქვათ კვალიფიციური პასუხები, ვიდრე წინასწარ შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ, რასაც აზრი არ აქვს. მქონია კვალიფიციურ ადამიანებთან ამ საკითხზე მსჯელობა და გამირკვევია, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი ისეთი არ შეიძლება ესაჭიროებოდეს ახლა, რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში ან ხელმიუწვდომელია „ვივამედში“ სადაც ახლა იმყოფება. არა მგონია, ახლა ვისაუბროთ მის უცხოეთში გადაყვანაზე, ეს არ არის ლოგიკური“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)