|
2022-10-08 15:03:12, 1308 ნახვა
პოლიტიკა
შუახევში, დირექტორების და ადმინისტრაციის წევრების პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
შუახევში, დირექტორების და ადმინისტრაციის წევრების პირველი მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით-,, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გამოწვევები მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის და მათვის საუკეთესო პრაქტიკა“ გაიმართა. კონფერენციას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები, შუახევის, ქედის, ხულს რესურსცენტრის უფროსები, ედუარდ გოგრაჭაძე, დურმიშხან შავიშვილი, გენად აბაშიძე და რესურსცენტრების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაში მონაწილეობდა შუახევის, ქედისა და ხულოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები/დირექტორის მ/შ, დირექტორის მოადგილეები, ადმინისტრაციის წევრები. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქედისა და ხულოს რესურსცენტრის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)