19:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-08 10:27:11, 1152 ნახვა

პოლიტიკა
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა მაშველებმა მას გაქცევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი შეჩერება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქეს - 1982 წელს მ.ს.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics