|
2022-10-07 22:53:06, 1531 ნახვა
პოლიტიკა
კასპის მერმა სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალშემკრები სისტემის სამუშაოები, შემდეგ კი სანიტარული ზონა მოეწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სახელშეკრულებო ღირებულება 117 689 ლარია და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს. „ანალოგიური სამუშაოები უკვე განვახორციელეთ სოფელ თელიანში, გავზარდეთ წყლის დებეტი და მოსახლეობას წყლის მიწოდება გავუუმჯობესეთ. სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი სასმელი წყლით.“- აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)