|
2022-10-07 19:39:45, 1539 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - იქ სადაც წარმატება გვაქვს, იმ მოვლენებსა და ინსტიტუციას ებრძვიან
იქ სადაც წარმატება გვაქვს, იმ მოვლენებსა და ინსტიტუციას ებრძვიან. - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში საუბრისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში ყველა გადაწყვეტილების უკან კარგად გააზრებული ნაბიჯები დგას, რომელიც პარტნიორებთან ერთადაა გავლილი და გადაწყვეტილებები კოლექტიურად არის მიღებული. „ებრძვიან იმ ინსტიტუციას, რომელიც სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და თქვენ იცით, რომ ჯარს ერთ-ერთი მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა. პირადად ჩემს დისკრედიტაციას აღარ შევეხები, ეს აბსურდების კასკადი, რაც მოაწყვეს არავისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს და არც ჩანს. მე ვფიქრობ, რომ ამის მომწყობები საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახერხებენ. იმ ექსპერტებს, რომლებიც საუბრობენ, თუ რა პრიორიტეტები უნდა გვქონდეს ჯარში, შემიძლია ვუთხრა: როგორც თვითონ არიან დისკრედიტირებული ადამიანები და ჯარში არანაირი რეპუტაციით არ სარგებლობენ, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აზიანებენ. ჯარი არ არის ის უწყება, რომ შეცვალო ჯარისკაცი, ოფიცერთა შემადგენლობა და მოიყვანო სხვა უწყებიდან შენთვის მისაღები პირები. აქ ხალხი მუშაობს, არიან გენერლები, ოფიცრები, ის ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომში და ა.შ ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების უკან დგას კარგად გააზრებული ნაბიჯები, რომელიც გავლილია პარტნიორებთან და გადაწყვეტილებები მიღებულია კოლექტიურად“, - განაცხადა მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)