|
2022-10-06 12:24:27, 1112 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული საბჭოს კაბინეტის ხელმძღვანელი - საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტებს შეასრულებს
საქართველოს მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი მოხდება გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება,- ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ბერნარდმა, სახალხო დამცველს. აპრატის ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია. ომბუდსმენის ცნობით, წერილში ფრედერიკ ბერნარდი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ხაზს უსვამს სახალხო დამცველის აპარატის როლსა და მნიშვნელობას ქვეყანაში კანონის უზენაესობის რეფორმების განხორციელების საქმეში და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის. „მადლობას მოგახსენებთ 22 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი გაგზავნილი წერილისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბჭოს დასკვნები, რითიც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი როგორც კი მოხდება კომისიის მიერ საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნაში ჩამოთვლილი პრიორიტეტების შესრულება. ნება მიბოძეთ განვმარტო, რომ ევროპის საბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროპაშია. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა. ამ მხრივ, პროგრესი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით უმნიშვნელოვანესი იქნება. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენი აპარატის მნიშვნელოვან როლს ამ საქმეში და ვაფასებ თქვენს ფასდაუდებელ საქმიანობას. ფრედერიკ ბერნარდი ევროპული საბჭოს კაბინეტის ხელმძღვანელი“,- ვკითხულობთ წერილში. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. 2 და 10 მაისს კითხვარის პირველ და მეორე ნაწილების შევსების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი ბრიუსელში გაგზავნა. გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობილი 23-24 ივნისს გახდა, სადაც ევროკავშირმა საქართველოს კანიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია გასცა, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)