21:42 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 20:27:27, 3463 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა რუმინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში, მინდია ჯანელიძემ მირჩეა დუშას საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდია ჯანელიძემ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების ეფექტური განხორციელებაა.

შეხვედრაზე მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერისა“ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში საქართველოს ჩართულობას.

მირჩეა დუშამ დადებითად შეაფასა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას, ხოლო თავის მხრივ აქტიურ წვლილს შეიტანს საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics