17:00 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 15:36:04, 1890 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია გააძევეს.

ხოშტარიას მოსამართლემ ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი სასამართლო სხდომის ხელშეშლისა და შეფერხების მცდელობისთვის, დარბაზიდან გააძევა.

დარბაზიდან გაძევების მიზეზი ხოშტარიას ქმედება გახდა, რომელიც პროკურორთან მივიდა შეკითხვით - „ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებ”.

„დღეს ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილო სრული სიგიჟეები, აი თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგიაგქმოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა.

ხოდა, ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს.

მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0 ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი”,- წერს ხოშტარია

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics