15:42 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 21:07:32, 1059 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება,რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს

არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას. - ამის შესახებ „ქართული ოცნებუს" წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მტკიცებულება ბუნებაშიც კი არ არსებობს.

„არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ეს რეალობა არ არსებობს, ეს მოცემულობა არ არსებობს, შესაბამისად, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.
არის სხვა კრიტერიუმებიც, აფინანსებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას? - არ აფინანსებს, შესაბამისად მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანს უწოდო, არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ოლიგარქი, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი და „ფეიკი“ რომაა მათი ყველა წინადადება ამასთან დაკავშირებით და ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხსნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი“. - ნათქვმია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ აღნიშნული განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics