|
2022-10-03 16:37:48, 1160 ნახვა
პოლიტიკა
GDI - „ოცნება“ პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს არ დატოვოს სივრცე სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობისთვის
"ქართული ოცნება" პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს არ დატოვოს სივრცე საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობისთვის, - GDI ეხმაურება მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტს სადაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებზე. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედი" და სხვა რამდენიმე ტელევიზია, აგრძელებენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავენ დემოკრატიული ფასეულობებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. "საგანგაშოა მმართველი პარტიის მიერ ძალიან მკაფიოდ და ღიად არჩული გეზი დასავლელი პარტნიორების, დასავლური ღირებულებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის საბოლოოდ მოშლის შემდეგ, ცდილობს ხელისუფლების საქმიანობაზე იმ სუბიექტების კონტროლის განეიტრალებას, რომლებიც მათი პრინციპების, ღირებულებებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ცდილობენ ხელი შეუწყონ ქვეყნის დემოკრატიზაციას, არ მისცენ ხელისუფლებას შესაძლებლობა საბოლოოდ დაასამაროს ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.
ტელეკომპანია "იმედის" რამდენიმეკვირიანი საინფორმაციო კამპანია მიმართულია არა რაიმე საზოგადოებრივი სიკეთის შექმნისა და დაცვის, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ისინი მიზანმიმართულად, ინფორმაციის დამახინჯების გზით, თავს გვესხმიან არა მხოლოდ ჩვენ, არამად იდეას ქვეყანაში არსებობდეს უკვე ავტორიტარული რეჟიმის მაკონტროლებელი ძლიერი მექანიზმები სამოქალაქო ორგანიზაციების გზით. თუნდაც ერთი მაგალითი საკმარისია იმის აღსაქმელად თუ როგორ მიზანმიმართულად ამახინჯებს ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" და როგორ ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას. GDI-ს ერთ-ერთ პროექტზე "იცნობდე შენს მოსამართლეებს" საუბრისას, გადაცემის წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე, სიუჟეტის დაწყებამდე ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ პროექტის განხორციელებაში 230 000 დოლარი აქვს მიღებული. მაშინ, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე გარკვევით წერია, რომ ეს თანხა არის არა დოლარი, არამედ ლარი. შესაბამისად, ცხადია რა მიზანი აქვს ტელეკომპანიას ხელისუფლების ინტერესების გატარებისას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე GDI არ აპირებს ტელეკომპანიასთან რაიმე ფორმით კომუნიკაციას და ამ საკითხებზე სიუჟეტების მომზდებისას თანამშრომლობას. ჩვენ არ მივიღებთ იმ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობას, რომლის დღისწესრიგი წინასწარ დაგეგმილ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას წარმოადგენს და ჩვენს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც კი დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას, რეალურად შეაფასონ საფრთხე რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ამ კამპანიის ფონზე ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშეა და ის განიხილონ, როგორც პუტინის რუსეთის გზა, რომელიც პუტინმა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაიარა",- წერი განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)