|
2022-09-30 17:43:38, 919 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, სამინისტროს დაფინანსება 770,0 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, სამინისტროს დაფინანსება 770,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება. მისი თქმით, მომავალ წელს 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის, 355 ლარს გაუტოლდება. როგორც მან აღნიშნა, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით. „როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს, ივლისიდან ბავშვების სოციალური დახმარება გავაორმაგეთ და გახდა 100 ლარი, მიმდინარე წლის ივნისიდან კიდევ გავზარდეთ და განისაზღვრა თითო ბავშვზე 150 ლარით; ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში სრულ წელზე იქნება გათვალისწინებული 150 ლარის ოდენობით დაფინანსება თითოეულ ბავშვზე", - აღნიშნა მან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დევნილთა სახლების უზრუნველყოფის კუთხით იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 250,0 მლნ ლარზე მეტი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)