|
2022-09-30 15:36:34, 893 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
საქართველოსა და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე. ირლანდიაში რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. ამ მიზნით მან ესტონელი კოლეგა თბილისში მოიწვია. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი შექმნის მყარ ნიადაგს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში და ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების მყისიერ იმპლემენტაციას. შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც ექნება ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში. „საინტერესო დიალოგი გვქონდა ესტონელ კოლეგასთან არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე. ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოა. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია სამართლებრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე", − განაცხადა შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ. ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ „გასაოცარ პროგრესს", რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია: „საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია". შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)